ბოდბელი ეპისკოპოსი ოპოზიციას ქუჩაში დგომის ნაცვლად პარლამენტში მუშაობას ურჩევს

ეკლესიის კარი ღიაა, მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკების პროცესში, -ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს განუცხადა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შერიგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მეუფე იაკობის განცხადებით, მნიშვნელოვანია მხარეებს შორის უთანხმოება განიმუხტოს და კონკრეტული კონსენსუსი შედგეს.

მიტროპოლიტის განმარტებით, მისთვის პარლამენტის წინ გაშლილი კარვები მიუღებელია იმ ფონზე, როცა ხალხის დიდი ნაწილი ქუჩის აქციებზე უარს ამბობს და მიმდებარე ტერიტორია მხოლოდ მცირე ჯგუფს უკავია.

ამასთან, მეუფე ოპოზიციურ ძალებს მიმართავს და ქუჩაში დგომის ნაცვლად პარლამენტში მუშაობას ურჩევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები