ზვიად შალამბერიძე უკრაინის ელჩს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა. ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ საერთო გამოწვევბზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს იმერეთის რეგიონთან თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის ელჩმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია რეგიონის ტურისტული პოტენციალის, მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

მხარეებმა რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები