“15 კილო აქვს დაკლებული” – გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა 

ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი, გოგი წულაია კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მისი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, 13-დღიანი შიმშილობის შემდეგ წულაიას მდგომარეობა მძიმე იყო და მან საერთო ჯამში 15 კილოგრამი დაიკლო.

“რუსთავი2“-თან საუბრისას გელბახიანი ამბობს, რომ “წულაია საავადმყოფოში გუშინ მოინახულა. მან შიმშილობა შეწყვიტა და წვნიანი მიიღო. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ რთულია და პოლიტიკოსი სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები