ბათუმის სანდასუფთავების უფროსმა სულხან ევგენიძემ მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინა

ბათუმის მერიის სანდასუფთავების დირექტორმა და ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა სულხან ევგენიძემ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინა. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სულხან ევგენიძემ ,,რეგიონულ კვირას” განუცხადა, რომ მოქალაქე ღამის საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში წაქცეული იპოვა და პირველადი დახმარება გაუწია.

,,მოქალაქე, რომელიც ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში დავინახე არ გამოდიოდა კონტაქტზე და ვეცადე დახმარება გამეწია. დავრეკე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში, ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და მოქალაქეს დაეხმარნენ. მიხარია, რომ ახლა კარგადაა და თავს უკეთ გრძნობს”,- განახცადა სულხან ევგენიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები