რა შეზღუდვები უქმდება ხვალიდან – დეტალურად

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან, 8 მარტიდან კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

✅ სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;

✅ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რესტორნებს (შაბათ-კვირის გარდა) სტუმრების მიღება შიდა სივრცეებშიც შეეძლებათ;

✅ არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობა განაახლებენ.

ერთი კვირის შემდეგ, შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება და:

✅15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები;

✅ სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება;

✅ ასევე, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები;

✅ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.

🚫 ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები