ბაკურიანში სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა

ბაკურიანში სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. სქი-ქროსისა და სნოუბორდ-ქროსის ეტაპების მიმდინარეობისას, ბაკურიანი 6 დღის განმავლობაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა.ზამთრის კურორტმა უცხოელი სპორტსმენების დიდი სიყვარული დაიმსახურა და მსოფლიო სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა, რაც ძალიან დიდი წარმატებაა ქართული სათხილამურო სპორტისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

ცნობისთვის, სნოუბორდ ქროსის ფინალურ ეტაპზე 14 ქვეყნის 48 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, გამოვლინდნენ გამარჯვებული სპორტსმენები
ქალები:
Charlotte Bankes – დიდი ბრიტანეთი Chloe Trespeuch – საფრანგეთი
Faye Gulini – აშშ
Eva Samkova – ჩეხეთი
Manon petit Lenoir – საფრანგეთი
Lindsey Jacobellis – აშშ
Julie de S. Pereira- საფრანგეთი
კაცები:
Omar Visintin – იტალია
Kalle Koblet – შვეიცარია
Alessandro Haemmerle – ავსტრია
Lorenzo Sommariva – იტალია
Nick Baumgartner – აშშ
Glenn de Blois – ნიდერლანდები
Kevin Hill – კანადა
Adam Dickson- ავსტრალია

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცის (FIS) ეგიდით, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველომ 200-მდე სპორტსმენს, Ski cross-ის დირექტორს – კლაუს ვალდნერს და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ცნობისთვის, შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

ბაკურიანში საკურორტო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მშენებლობა რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა.სამუშაოები არ შეჩერებულა პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდშიც. სპეციალურად შეჯიბრისთვის აშენდა 3 ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

სამთო სპორტის სახეობის ტურნირის ჩატარება ბაკურიანში, ქართულ კურორტს ჩააყენებს იმ სამთო – სათხილამურო კურორტებს შორის, სადაც მსგავსი მაღალი დონის სპორტული შეჯიბრები შეიძლება გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები