ადიგენში ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 648 000 ლარი დაიხარჯება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. “მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ამჯერად სოფლებში ქვემო ენთელი, წარბასთუმანი, ბოლაჯურსა და არალში გაიმართა. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. 2021 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით გაიმართება”,-წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები