ახალციხის კულტურის დაწესებულების გაერთიანებამ ბიბლიოთეკისთვის სხვადასხვა სახის ლიტერატურა შეიძინა

ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი გაიზარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, კულტურის დაწესებულების გაერთიანებამ ბიბლიოთეკებისთვის შემეცნებითი, მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა შეიძინა. მკითხველის მოთხოვნის გათვალისწინებით 800- მდე წიგნი 12 ბიბლიოთეკაში გადანაწილდება. მერიის თანამშრომლების ცნობით, შეძენილი ლიტერატურა დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ზაზა თამარაშვილთან და ა(ა)იპ კულტურის დაწესებულების გაერთიანების დირექტორთან გიორგი ჟუჟუნაძესთან ერთად დაათვალიერა. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებმა მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განაახლეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები