რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში გამართა-ინფორმაციას ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით სხდომაზე 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ოთხივე მუნიციპალიტეტის (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი) მასშტაბით სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელების საკითხი განიხილეს, რომელიც
მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში – კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში გულისხმობს.. პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა, წინასწარი ბიუჯეტი კი 63.75 მილიონი ევროა, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მილიონ ევროს შეადგენს. საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება.
მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ – თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას-აცხადებენ მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები