პრემიერმა მინისტრებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ადგილზე ჩასვლა დაავალა

ირაკლი ღარიბაშვილი

„ნამახვანჰესთან“ დაკავშრებით საზოგადოებაში არსებობს კითხვები და მათ უნდა გაეცეთ დასაბუთებული, კვალიფიციური პასუხები. ამიტომ მე მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ბატონ ლევან დავითაშვილს, პირადად ჩახვიდეთ ადგილზე და დაიწყოთ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. აუხსენით და მოისმინეთ, თუ რასთან დაკავშრებით აქვთ მათ წუხილი, – ამის შესახებ პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშრებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება.
„ასევე მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ აღნიშნულ ჰესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები. მოვიწვიოთ დაინტერესებული პირები და მათ თანდასწრებით გაიმართოს მოსმენები.
ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ.
პროგნოზები, რომლებიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით არის შემდეგი, რომ ყოველ წელს საშუალოდ 100 მგ/ვტ სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ხდება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი, რისთვისაც აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები