ამბროლაურის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ზვიად მხეიძემ თანამშრომლებს დავით გოგლიძე დღეს წარუდგინა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ამბროლაურის მერიაში განუცხადეს.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, დავით გოგლიძემ წლების განმავლობაში სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სამსახურში დიდი გამოცდილება დააგროვა, ამასთან კარგად იცის ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის საჭიროებებს.
,,დავით გოგლიძე არის გამოცდილი კადრი, რომელსაც სხვა საპასუხისმგებლო პოზიციებთან ერთად ეკავა ვიცე-მერის თანამდებობა ამბროლაურში. ის კარგად იცნობს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ წარმატებით იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად და აქტიურად ჩაერთვება ყველა მიმდინარე პროექტში“. – აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

ცნობისთვის, დავით გოგლიძე პროფესიით ინჟინერია. აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება, 2014-18 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ვიცე-მერი იყო. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები