როგორი იქნება ბორჯომის ცენტრალური საფეხბურთო მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ – ფოტოკოლაჟი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

“ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთან ერთად საფეხბურთო მოედანი მოინახულა და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო”,-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ბორჯომის მერია საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები