რას პასუხობს “მავნებლურ განცხადებებს” სკანდალური ქადაგების ავტორი მამაო – დეკანოზის პირველი კომენტარი

ჭიათურის მღვიმევის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თადეოზ სარალიძე “რეგიონულ კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ქადაგება სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

დეკანოზი ამბობს, რომ თუ ვინმეს რაიმეს განმარტება აინტერესებს, ტაძარში მივიდეს და ამომწურავ პასუხებს გასცემს.

“თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, კვირას მოვიდეს ტაძარში და სრულად მოისმინოს ჩემი ქადაგება. ამის შემდეგ ყველას ამომწურავ განმარტებას მივცემ. რაც შეეხება ვინმე ვასილ კობახიძის ბრალდებებს, თითქოს და ქადაგებისას სიძულვილის პროპაგანდას ვეწევი, მის მავნებლურ განცხადებებს არ ვუპასუხებ”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას”  დეკანოზმა.

“რეგიონულ კვირასთან” დეკანოზ თადეოზის ქადაგებაზე განმარტება გააკეთა მისმა შვილმაც, სალომე სარალიძემაც. მისი შეფასებით, “კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება” და ვიდეოს გამავრცელებელ ადამიანებს “ბოროტი ბრბო” უწოდა.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგების ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც დეკანოზი კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე საუბრობდა. ქადაგებისას ის მრევლს ცრუ ინფორმაციასაც აწვდის და ეუბნება, რომ  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არგაკეთების შემთხვევაში, პენსიისა და სოციალური დახმარების მოხსნით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები