დეკანოზ თადეოზის შვილი: კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება, ბოროტ ბრბოს რა დალევს

“კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება”, – ასე გამოეხმაურა დეკანოზ თადეოზ სარალიძის  ქადაგებას მისი შვილი სალომე სარალიძე.

როგორც დეკანოზის შვილი “რეგიონულ კვირასთან” აცხადებს, სოციალურ ქსელში ქადაგების არასრული ჩანაწერი გავრცელდა, რასაც პროვოკაციული განცხადებები მოჰყვა.

“ცხოვრება წამიერია, მთავარია არ მოვკვდეთ, არამედ გარდავიცვალოთ” – ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება დეკანოზმა, თუმცა  სოციალურ ქსელში სხვა ინტერპრეტაციით მოხდა ქადაგების გავრცელება. მამა არის მისაბაძი ადამიანი, მეგობარი და გულშემატკივარი. ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების მანათობელი ვარსკვლავია და არამარტო ჩემი. ადამიანი, რომლის გამოც არასდროს შემრცხვენია მისი შვილობა და ყოველთვის ამაყი დავდიოდი და ვივლი. ბოროტ ბრბოს რა დალევს, ასეც ხდება. უფალს ვთხოვ, ჯანმრთელად და კარგად გვიმყოფოს მუდამ”, – ამბობს სალომე სარალიძე.​

ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა, რისი ამსახველი ვიდეომასალაც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები