170 ახალი კოვიდინფიცირებულით იმერეთი კვლავ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 170 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, საიდანაც 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 663.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის იმერეთში – 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი, იმერეთში – 25.
444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 23 – იმერეთში.
5 533 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის იმერეთში – 9.
ვირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები