ნატანებში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს, მას ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

როგორც “რეგიონულ კვირას” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მისმა შვილმა მიაყენა, რომელიც ნატანებში მასთან ერთად ჩავიდა.  არსებული ინფორმაციით, ის დილიდან სოფელში არ გამოჩენილა.
გარდაცვლილის პოვნის მომენტში, შვილი ადგილზე არ ყოფილა.

აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე, ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა ადგილობრივები შვილის გაუჩინარებას საეჭვოდ მიიჩნევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები