იოსებ ხახალეიშვილი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ დღეს სამართლებრივი ომი რუსეთთან მოვიგეთ

,,დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებით”,-ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო სამართლებრივი დავა, რომელიც ქართულმა მხარემ საერთაშორისო დონეზე მოიგო რუსეთთან.
,,საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მოვიგეთ სამართლებრივი ომი რუსეთთან. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ დღეს სამართლებრივი ომი რუსეთთან მოვიგეთ!,”- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები