გია ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: საქართველოს მომავალში სერიოზული ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ დავა გააგრძელოს და თავისი პოზიცია დაიცვას

სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთი და საგულისხმოთა შორის უპირველესი დასტურია იმის, რომ საქართველოს მომავალში სერიოზული ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ დავა გააგრძელოს და თავისი პოზიცია დაიცვას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი არ ჰქონია.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთი და საგულისხმოთა შორის უპირველესი დასტურია იმის, რომ საქართველოს მომავალში სერიოზული ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ დავა გააგრძელოს და თავისი პოზიცია დაიცვას. რასაკვირველია, ამ პოზიციას ვერავინ განუდგება საერთაშორისო დონეზე. ვერც პარტნიორი ქვეყნები გაატარებენ ამ თემას უყურადღებოდ და ეს ყველასთვის სამაგალითო იქნება. საქართველოს ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი არ ჰქონია. რუსეთისგან, ოკუპანტი ქვეყნისგან რას უნდა ელოდო, საკმაოდ დესტრუქციული მოქმედებების გარდა. ამას ემატება მისი ინტერესი ალტერნატიული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, ასევე სამხედრო სტრატეგიული ინტერესი, რომელიც რეგიონში გააჩნია, თუმცა ამ ინტერესების დაპირისპირებისას საქართველოს პოზიციები გაცილებით უფრო გაძლიერებულია, რისთვისაც რუსეთი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკირ ფასს უკვე დიდი ხანია იხდის და ამ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ უკუსვლა არ ექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები