მაკა ბოჭორიშვილი: ეს არის ქართული დიპლომატიის და სამართლის ზეიმი

„ეს არის სერიოზული სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ წინ წავიდეთ სამართლიანობის აღდგენის კუთხით“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება. ეს არის ქართული დიპლომატიის, სამართლის ზეიმი, ვინაიდანად ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით, დაგვემტკიცებინა რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის უარყოფითი შედეგები და ჩვენ ამაში მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას. ეს არის სერიოზული სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ წინ წავიდეთ სამართლიანობის აღდგენის კუთხით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფირმაციით,დამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები