თელავში საახალწლო განათებისთვის გამოყოფილი 60 000 ლარი შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება

თელაველები ახალ, 2021 წელს, ძველი განათებებით და დეკორაციებით მორთულ ქალაქში შეხვდებიან. წინა საახალწლოდ, ადგილობრივების განწყობის შესაქმნელი თანხა, რომელიც ბიუჯეტით გათვალისწინებულ 60 000 ლარს შეადგენდა, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოსახლეობას მოხმარდება. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ასეთი 1700 ოჯახია, და ისინი, სასურსათო კალათებს ეტაპობრივად მიიღებენ.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, გადაწყვეტილება და ქველმოქმედებაზე არჩევანის გაკეთება ახალმა რეგულაციებმა განაპირობა.

“განათებების შესაძენად 60 000 ლარი იყო გამოყოფილი, გამოვაცხადეთ ტენდერი და 2-3 დღეში, თელავი მოხვდა იმ დიდი ქალაქების სიაში, სადაც პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციები გამკაცრდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ეს თანხა მიგვემართა შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, პირველადი სასურსათო პროდუქტების შესაძენად, ასეთი დაახლოებით 1700 ოჯახია”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები