“მთავარმა არხმა” კმაყოფილი პაციენტებიც რო გადაგვიღოთ არა?“ – რას წერს პაციენტი კოვიდსასტუმროდან

მომღერალი, მალხაზ მელქუაშვილი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით, ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროშია მოთავსებული, სოციალურ ქსელში წერს, რომ არ შეიძლება სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, ქვეყანაში, პანდემიით გამოწვეული ვითარება უფრო მეტად დაძაბონ. მომღერალი ამბობს, რომ მას ყურადღებას სათანადოდ აქცევენ და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

” ისე “მთავარმა არხმა” კმაყოფილი პაციენტებიც რო გადაგვიღოთ არა?
კაი რაა თქვენც უკვე გაკრიჭეთ სულ მთლად, სულ ნეგატივი არ ხდება არი რაღაცეები რაც შეილება დადებითად შეფასდეს! #მთავარიარხი
მზად ვარ გადმოვეყუდო ფანჯრიდან და მოგიყვეთ როგორ მაქცევენ ყურადღებას მოით აბა!
გაუფრთხილდით ერთმანეთს ხალხო”,- წერს მომღერალი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები