ჭიათურის მერმა კორონავირუსი დაამარცხა

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ იგი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.

ძვირფასო მეგობრებო!

კორონა ვირუსმა,რომელიც დადასტურებიდან რამდენიმე დღეში გამირთულდა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემიქმნა,მაგრამ საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალმა ექიმებმა და მთლიანად კოლექტივმა,რომლებიც თავიანთი დაუღალავი შრომით თავდაუზოგავად იბრძვიან ადამიანების გადასარჩენად, ყველაფერი გააკეთეს,რომ ვერაგი ვირუსი დამეძლია, დავბრუნებოდი ჩემს ოჯახს და სამსახურს,სადაც ჯერ ონლაინ და მალე ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას.

უდიდესი მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს! მადლობა საავადმყოფოს თითოეულ მუშაკს! დარწმუნებული ვარ, თქვენი წყალობით მრავალი ადამიანი ჩემსავით დაამარცხებს კოვიდ ინფექციას.

და მადლობა თქვენ,ძვირფასო მეგობრებო,თანაქალაქელებო, გულშემატკივრებო! თქვენმა სითბომ და გულწრფელმა თანადგომამ უდიდესი ენერგია შემმატა და რეალურად დამანახა თუ რამხელა ძალა აქვს ერთმანეთის გვერდში დგომას,რითაც ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი.
მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება თქვენს ოჯახებთან ერთად!

სიყვარულით და პატივისცემით -გივი მოდებაძე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი.”,- წერს მოდებაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები