ხელისუფლების წარმომადგენლები ამბროლაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ქ. ამბროლაურში სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. აღნიშნული პროექტი სამი სპორტული ნაგებობის რეაბილიტაციას მოიცავს და მისი ღირებულება 491 882 ლარს შეადგენს.
ქ. ამბროლაურში ასევე მიმდინარეობს კოსტავას ქუჩის კეთილმოწყობა, რომელიც გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 1 320 000 ლარს შეადგენს.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე წყალსადენი სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს და გაზიფიცირების პროცესსაც გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები