თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა
თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა “თერჯოლამედის” დორექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვალება გუშინ დაფიქსირდა. მათი ასაკი 45-დან 82 წლამდე იყო. ყველა პაციენტს თანმდევი დაავადებები ქონდა, მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკაში ამ დროისთვის, ასზე მეტი პაციენტი იმყოფება, მათგან 16 მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება რეგიონს, იმერეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 526 შემთხვევა გამოვლინდა.