გიორგი მაქარაშვილმა  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასრულებული პროექტი მოინახულა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასრულებული პროექტი მოინახულა,რომლის ფარგლებშიც განხორციელდა:

დახურული სპორტ დარბაზის იატაკის და ღია სპორტ კომპლექსის რეაბილიტაცია .სამუშაოები დაიწყო ამა წლის 7 მარტს და დასრულდა 01.10.2020 წელს.

პროექტის განმახორციელებელი კომპანია იყო შპს ‘’ბილდკინგს’’,მისმა ღირებულებამ ჯამურად შეადგინა 491 882 ლარი.აქედან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 24 594 ლარი დანარჩენი 467 288.2 რეგ. ფონდიდან.

სპორტული ობიექტების კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისათვის,ვინაიდან ახალგაზრდებს ქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი აქტივობა  განახორციელონ კეთილმოწყობილ , უსაფრთხო და ჯანსაღ  გარემოში,შესაბამისად აღნიშნულ პროექტს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში.

სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი-  ზვიად  მხეიძე და საკრებულოს თავჯდომარე-  ასლან საგანელიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები