“ აფთიაქიდან გამოსულს შემომხვდა პატრული, რომელსაც ავუხსენი ჩემი ამბავი” – რას წერს მოქალაქე საპატრულო პოლიციაზე

პოეტი ნინა სამხარაძე სოციალური ქსელით პატრულის თანამშრომლებს მადლობას უხდის.
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინა წერს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამართალდამცველებმა ის სახლის კარამდე მიაცილეს, რის შემდეგაც მოვალეობის შესასრულებლად გაეშურნენ.

” ე.ი გამეღვიძა 21:45 საათზე, გამახსენდა რომ წამალი აღარ მაქვს რომლის არმიღებაც არ შეიძლება, წავედი აფთიაქში, სანამ ჩემი მტკივანი ფეხით ვიარე მოვიდა 22:20 საათი, აფთიაქიდან გამოსულს შემომხვდა პატრული, რომელსაც ავუხსენი ჩემი ამბავი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა დატოვა მანქანა და სახლის კარამდე მომაცილა, რადგან კიბეზე დამოუკიდებლად ვერ ამოვიდოდი. ჯანმრთელობა მისურვა და გაეშურა მოვალეობის შესასრულებლად”,- წერს ნინა სამხარაძე სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები