ამირან სალუქვაძე: სირცხვილის დერეფანში კი არა, ვირის აბანოში იქნებით გასატარებელი

ანალიტიკოსი ამორან სალუქვაძე “ნაცმოძრაობის” ლიდერის ლევან ვარშალომიძის განცხადებას, არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კოროდორის მოწყობის შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“რაც გაბედა ვარშალომიძემ, ესაა პროდასავლური პარტიის განცხადება? მსგავსი სიმახინჯე ჯუნგლებშიც არ მოუვათ აზრად. ქართული ოცნების და მოსახლეობის ბრალია სირცხვილის დერეფნებში რომ არ გატარებენ ყველას. აბა სად ხართ ენჯეოები, უფლებადამცველები, ე.წ. მედასავლეთეები, ოპოზიციონერები? უბნებთან ვინც დადგებით, სირცხვილის დერეფანში კი არა, ვირის აბანოში იქნებით გასატარებელი. მსგავსი სიმახინჯე მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა. ბიუჯეტის და სხვისი ბიზნესების მითვისების ხარჯზე მილიონერები გახდნენ, შერჩათ. ესაა შედეგი. საინტერესო იქნება საერთაშორისი გამოხმაურება. აბა ჩვენს რეაქციას არ ველოდები. ვის გჯერათ ამათი წინასაარჩევნო ბოდიშის?”,- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ენმ-მ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობა დააანონსა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები