“ჩემო რუსთაველებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ ორ ნაძირალას“

რუსთვში მცხოვრები მალხაზ ძიძიგური ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს და რუსთველებს მიმართავს, რომ დავით კირკიტაძეს წარსულში არაერთი ცუდი  გაუკეთებია რუსთავისთვის და არავინ არ უნდა დაუშვას მისი და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება.

“ ჩემო რუსთაველებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ ორ ნაძირალას:

— ქვ. ქართლის ყოფილ გუბერნატორს, ხეპრე და გაუნათლებელ დავით კირკიტაძეს და უთაღლითეს, უწუპაკეს არადამიანს, რუსთავის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს და ქალაქის ყოფილ მერს მამუკა ჩიქოვანს!
–რაც ამათ მიწები ჰყიდეს უცხო თესლზე, არანაკლები იქნება იმ ტერიტორიებისა, საჰაკამ რომ მიჰყიდა ჭკვიან ილხამ ალიევს.
–რაც კიდევ ბიზნესმენები პარსეს, ძარცვეს და ციხეებში გაუშვეს, ამას კარგი მთვლელი უნდა, რომ ბოლომდე დაითვალოს.
–ეს ხომ ყველაფერი ჩვენს ქალაქში, მხარეში ჩემს და თქვენს თვალწინ ხდებოდა, ჩემო თანამოქალაქეებო?
–მილიონები დააგროვეს, უამრავი უზარმამაზარი უძრავი ქონებები მოინაგრეს და ახლა კვლავ ცდილობენ, დაგროვილს კიდევ მეტი მიუმატონ, თორემ გამოდით ნებისმიერი ამათი მომხრე და უფლის, ოჯახის, შვილების ფიცით სთქვით, რომ გჯერავთ ამ ორი ნაძირალას კეთილი ზრახვების!
–ვერ გაბედავთ ამას ღმერთის წინაშე, ვინაიდან არ იქნებით გულწრფელები და ტყუილზე დაიფიცებთ!
–არ უნდა გვაკადრონ ნაც. მოძრაობის უფროსებმაც კი ეს ორი დამნაშავე, გამყიდველი რუსთაველებს!
–იმედია ყურად იღებთ ჩემს მოწოდებას და არაკაცებს არჩევნებში გამარჯვების მცირე შანსსაც კი არ დაუტოვებთ! ”, – წერს მალხაზ ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები