“ჩემს ოჯახზე “ნაცზონდერები” წინასაარჩევნოდ ახორცელებენ ფსიქოლოგიურ ტერორს, მათი სამიზნე გახდა ბიძაჩემი და დედაჩემი”

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ელენე ბერაია მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლასა და ტეროტზე საუბრობს. როგორც ბერაია ამბობს “მთავარი არხი” მისი ოჯახის შესახებ სიცრუეს ავრცელებს, ხოლი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას.

“გუშინ დავწერე, რომ ჩემს ოჯახზე “ნაცზონდერები” წინასაარჩევნოდ ახორცელებენ ფსიქოლოგიურ ტერორს, მათი სამიზნე გახდა ბიძაჩემი და დედაჩემი.
ბიძაჩემზე მთავარი სიცრუის არხი ავრცელებდა, რომ ხელისუფლებას მისი დაკავება და ლიკვიდაცია ჰქონდა გადაწყვეტილი ბანკის ძარცვის თემაზე.თავისთავად ეს ინფორმაცია ჩვენი ოჯახისთვის,მეგობრებისთვის და ნათესავებსთვის იყო ნერვიულობის, ფორიაქის მიზეზი. მთელი ორი დღე აშუქებდნენ ამ თემას, იმასაც ამბობდა პირდაპირ ეთერში გვარამია, რომ მას მადლობას ვუხდით, ნათელია მათ რა სურდათ.
გუშინ უკვე დედაჩემზე გაავრცელა ევრონაცების კანდიდატმა(რომელმაც საკუთარი კოლეგები მოწამლა პარლამენტში )თითქოს ხალხს მოუწოდებს ხმა მისცენ ,,ქართულ ოცნებას ” და ემუქრება ,რაც არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე.
ჩემს ოჯახს, დედაჩემს, ბიძაჩემს ვინც იცნობს იციან, რამდენი ტრაგედიის გადატანა მოუწიათ, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. შვილებიც ქვეყნის სიყვარულით და ღვთისმოშიშობით გაგვზარდეს,რითაც შეეძლოთ ყოველთვის იდგნენ ხალხის გვერდით,ცდილობენ გაჭირვებულის დახმარებას და სიკეთის დათესვას.
ახლა როცა ძალაუფლების მოსაპოვებლად ნაცმოძრაობის წევრებს უწევთ ბრძოლა არაფერზე იხევენ უკან,ძალადობა და ტერორი მათი მოგონილია,თავის დროზე ჩვენ ერთხელ უკვე გადავიტანეთ და დავძლიეთ მათი ზეწოლა.
არ დაზარდათ და მათ ბინძურ სიცრუეში მეც გამრიეს. ერთს ვიტყვი ცხოვრებაში ჩემთან არაფერი მოსულა ლანგრით, ჩემმა შრომამ შექმნა ჩემი აწყმო და ჯერ კიდევ წინ მაქვს ყველაფერი!
მინდა მივმართო 5 ლარად დაქირავებულ ტროლებს, იქნებ გონს მოეგონ და გადაამოწმონ ინფორმაცია ჩვენს ოჯახზე, ერთი წამით მაინც წარმოიდგნონ თავი ჩვენს ადგილზე, იფიქრონ ჩვენს განცდებზ, როცა ასეთ საზიზღრობებს ვკითხულობთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უნარი მათ არ შესწევთ. ადამიანური ღირებულებებისგან შორს არიან. ეს არჩევნებიც ჩაივლის და ზუსტად ვიცი იმ ათას სისაძაგლეზე, რასაც ჩვენზე წერთ და ავრცელებთ უფალი გაზღვევნებთ!
ესეც ჩაივლის და იცოდეთ ყველამ, ვისაც გგონიათ, რომ სიბოროტე შეგრჩებათ ძალიან ცდებით!!! “,- წერს ელენე ბერაია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები