გია აბაშიძე: დავაკვირდი “ნაცსექტის” მორიგ ისტერიკას
სპეცოპერაციის ნაწილობრივი დასრულების შემდეგ, როდესაც ბანკში მძევლად აყვანილები გადარჩნენ, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტს გამოსვლისას 3 პოლიციელი ჩაენაცვლა, დავაკვირდი ნაცსექტის მორიგ ისტერიკას – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოცქსელში წერს.
“სპეცოპერაციის ნაწილობრივი დასრულების შემდეგ, როდესაც ბანკში მძევლად აყვანილები გადარჩნენ, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტს გამოსვლისას 3 პოლიციელი ჩაენაცვლა, დავაკვირდი ნაცსექტის მორიგ ისტერიკას. იკვეთება ‘ყველაფერჩიკი’ “ექსპერტებისა” და პოლიტიკანების შემდეგი ტრაგიკომიკური ნარატივები:
– რატომ არ გადაიხადა “საქართველოს ბანკმა” და მის ნაცვლად სახელმწიფომ?
– ფონდი “ქართუ” გადაიხდიდა და გვიმალავენ.
– “ქართული ოცნების” მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლი იყო, რომ “ნაცებისათვის” წაეყენებინათ ბრალდება [კი, ძალიან “უნდოდა” მმართველ გუნდს, რომ ეს ისტორიულ დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას “დამთხვეოდა და თემა გადაფარულიყო”. ლოგიკაში ორიანი “ნაცსექტანტებო”!]
– “ნაცების” ზუგდიდის დღევანდელი აქციისა და პერფორმანს “დაუპიპინე ბიძინას” ჩასაგდებად “მოაწყვეს” ეს ყველაფერი.
– დავითგარეჯას თემა “ჩაუვარდათ” და ეს უნიჭო სპექტაკლი მოიფიქრეს.
– ჩვენგან (“მთავარი არხისგან”) გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის.
– თუ მომავალში ვინმე ტერორისტი ოპოზიციის შტაბებში შევარდება და ოპოზიციონერებს აიყვანს მძევლად, ხელისუფლება ტერორისტს მიეხმარება, სახელისუფლებო მედია კი მძევლების წინააღმდეგ და ტერორისტის სასარგებლო სიუჟეტებს გააკეთებს.
და მრავალი სხვა ბოდვა…
ცნობისათვის, შიზოფრენია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა. იგი ქრონიკული, პროგრედიუნტული ხასიათისაა. მიმდინარეობს ფსიქოხური რეგისტრის სინდრომების დომინანტით და უმეტეს შემთხვევაში იწვევს პიროვნების დეფექტს (Shizis – „გახლეჩა“ Phren – „სული“)…
ჯანმრთელობასა და შინ უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენ ოფიცრებს!”,- წერს აბაშიძე.