რუსუდან თევზაძე: ზუგდიდის მოვლენებით კიდევ ერთხელ, დადასტურდა მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფოს არსებობა
რუსუდან თევზაძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს.
“ზოგადად, ადამიანებსა და მით უფრო პოლიტიკოსებსა, თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეჯიბრი გამარჯვების მისაღწევად ბუნებრივი მოცემულობაა, და არც კი გასაკიცხი.
არსებითი მნიშვნელობის ისაა, თუ მიზნის მისაღწევად რა მეთოდებს ირჩევენ. ბრძოლის მეთოდებს, კი ყველა საკუთარი ღირსების შესაბამისად ირჩევს.
სწორედ ეს ინდივიდუალური, თუ პარტიულ-კოლექტიური ღირსებაა ის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკოსების რეალურ სახეს და ამხელს მათ შორის პოლიტიკანებს.
დღეს, ზუგდიდის მოვლენებით კიდევ ერთხელ, დადასტურდა მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფოს არსებობა”,- წერს თევზაძე.