ამირან სალუქვაძე მედიასაშუალებებს: იმოქმედეთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
“როცა შეიარაღებული პირი, რომელსაც ჰყავს აყვანილი მძევლები და ითხოვს შენობას მოშორდნენ პოლიციელები და ამ დროს შორიდან აჩვენებთ სნაიპერებს, შვეულმფრენს და მიმდებარე ტეროტორიას პირდაპირ რეჟიმში და არა დაგვიანებით, არ წინააღმდეგობას უწევთ პოლიციას, მოშორდეთ ობიექტს, თქვენ:
1. საფრთხეს უქმნით მძევლებს და მოსახლეობას;
2. არღვევთ მსოფლიოში მიღებულ სტანდარტებს, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია.
საქმე აღძრულია ყაჩაღობის, წამების, იარაღის უკანონო შეძენა/ტარების მუხლით. შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს კიდეც. ასე რომ თავმდამსხმელი კი არა, ყაჩაღობაა, როგორც მინიმუმ. რაც ხდება ახლოსაა ტერორისტულ აქტთან, თუ სსკ-ს ჩახედავთ. ასე რომ იმოქმედეთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე”,- წერს ამირან სალუქვაძე.