“საქართველო რა არიო, რო მკითხავენ უცხოელები, ესე ვეტყვი”

პოეტი მიხო მოსულიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსთან ასოცირებული, უნიკალური გემოების შესახებ წერს.

“საქართველო რა არიო, რო მკითხავენ უცხოელები, ესე ვეტყვი ხოლმე, რომ (ძნელად სათარგმანებელი კია ხოლმე ინგლისურად, და მაინც) — სვანური თაფლის გემოა, ფშაური დამბალხაჭოსი, ხევსურული ხავიწისა, იმერული ხაჭაპურისა, რაჭული შქმერულისა, აჭარული ხაჭაპურისა, კახური ხაშლამისა, მეგრული გებჟალიასი, მესხური პურისა და ესე… სხვები თქვენ გაიხსენეთ…
სვანური თაფლი მიდევს მაცივარში, სრულიად წარმოუდგენელი და ყოვლად ფანტასტიური, სულ ვერც ვერაფერთან შესადარებელი და მაგიტომაც, მაგალითად…”,- წერს მოსულიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები