რობერტ სტურუა: მომავალი დეპუტატების ფოტოებს რომ შევცქერი ქუჩებში, მასლოკინებს – ნუთუ მრჩეველი არ ყავთ ამ ბედოვლათებს, ყოჩაღ NAZIკოებო

მომავალი დეპუტატების ფოტოებს რომ შევცქერი ქუჩებში, მასლოკინებს – ნუთუ მრჩეველი არ ყავთ ამ ბედოვლათებს, – ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

რეჟისორის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ვარსკვლავთა ფოტოების ცვენა!

მომავალი დეპუტატების ფოტოებს რომ შევცქერი ქუჩებში, მასლოკინებს – ნუთუ მრჩეველი არ ყავთ ამ ბედოვლათებს,
ან ვინმე მოპიარო,
ან ახლობელი,
ან ბოლოს და ბოლოს ცოლ-შვილი,
ან საყვარელი,
ან მეგობრები!
რა ხდება?
რატომ?
ასეთი უნიჭო ფოტოები, თანაც სახლის მეათე სართულზე გადაჭიმული,
შენობების კედლებზე,
იმერეთის ყველა ხეზე მიკრული მომავალი გენიოსები,
თანაც უაზრო ღიმილი რომ ამშვენებს ბრტყელ სახეებზე,
ხან ‘V’-ებურად გაფარჭყლული თითებით,
ხან ექსტრასენსური მისტიკური თვალებით შემოგვცქერიან, რომ აგვაზანზაროს და ავირჩიოთ!
ყოჩაღ NAZIკოებო, ასეთ ღრმა პროვინციაში რომ გადაისროლეთ ჩვენი უძველესი კულტურის ქვაყანა!”, – წერს რობერტ სტურუა ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები