“მცხეთა-მთიანეთს სჭირდება შალვა კერესელიძე, სულით და ხორცით წესიერი ადამიანი!”

სოციალურ ქსელში ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი სოფო ბაშარული მცხეთის დუშეთის ყაზბეგის და თიანეთის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის შესახებ წერს.

“ვინც არა ჰგავს კახაბერსა,მე ვერ ვიტყვი კახაბერად!” შალვა კერესელიძე სწორედ ის კახაბერია, რომელიც საქართველოს მთიანეთს სჭირდება! მთაც ისე უჭერს მხარს, როგორც მას ეკადრება. ამიტომაც ცდილობს მავანი, სხვა, რომ ვერაფერი მოუძებნა ღირსეულ გუბერნატორყოფილს და დეპუტატობის კანდიდატს, ბინძურად ცილი დასწამოს. ვისაც ვთხოვე არჩევნებში მხარი დაეჭირა მისთვის, ყველამ ერთი პასუხი გამცა: ვიცნობთ, მისი გაკეთებული საქმეებიც ვიცით და ულაპარაკოდ ხმას ვაძლევთო. ვგულისხმობ მოხევეებს, თიანელებს, დუშელებს, ქსნელებს, იმათ, ვინც “კაი ყმობის” ფასი იცის საქართველოში! ვინც შალვა კერესელიძეს იცნობს, ვერ დაიჯერებს ამ სიცრუეს! შალვა კერესელიძეს კი არა, მცხეთა-მთიანეთს სჭირდება შალვა კერესელიძე, სულით და ხორცით წესიერი ადამიანი!

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები