არჩილ ჩიქოვანი: დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები სექტემბრის ბოლომდე დასრულდება

მუნიციპალური სერვისების განვითარება, როგორც განთლების, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით- ეს ის საკითხებია რაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პრიორიტეტად მიიჩნია. არჩილ ჩიქოვანის თქმით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც 50 ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაციას გულისხმობს დაჩქარებული ტემპით დასრულდება. წლის ბოლომდე დასრულდება ე.წ ,,იაფი სახლისა“ და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც.
,,მსოფლო პანდემიიდან გამომდინარე ქალაქს დიდი გამოწვევები აქვს. მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა თანამშრომელს ამ დროის განმავლობაში ეფექტური მუშაობისთვის, ასევე მადლობა სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს დაუღალავი შრომისთვის და ნებისმიერს ვინც ჩართული იყო პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ ასევე აქტიურად ვითანამშრომლებთ პანდემიასთნ ბრძოლისთვის როგორც ტურისზმის დეპარტამენტთან, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 50 ჩიხისა და ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც თვენახევარში დასრულდება. სამომავლოდ ასევე ის კონკრეტული ღონისძიებები გატარდება, რომლებიც მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იქნება ორიენტირებული“-ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი სამთავრობო სტრუქტურაში 2013 წლიდან გამოჩნდა. იგი 2013-2017 წლებში აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა,
არჩილ ჩიქოვანი წინა ხელისუფლების დროს, 2004-2013 წლამდე სხვადასხვა პერიოდში აჭარის პროკურატურაში, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროს გამომძიებლად, ამავე სამმართველოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების უფროსადაც მუშაობდა.
2010 წელს არჩილ ჩიქოვანი საქართველოს შს სამმართველოს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გმს ინსპექტორი იყო. ამავე წელს ის საქართველოს თავდაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსად დანიშნეს, სადაც 2013 წლამდე იმუშავა.
არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად16 ივლისიდან დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები