აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში Covid-19-ის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფიცირებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელიც ოჯახის მოთხოვნით, თბილისის ცხელების კლინიკაში გადაიყვანეს. ორი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან. ისინი ამ დროისთვის, თურქეთის რესპუბლიკაში არიან გადაყვანილები. ერთი კორონავირუსით ინფიცირებული კი ბათუმის ცხელების კლინიკაში მკურნალობს.
მედიკოსების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები