ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა “ყურბან ბაირამის” დღესასწაული აღნიშნეს

მუსლიმანური სამყარო ,,ყურბან-ბაირამს“ აღნიშნავს. ,,ყურბან-ბაირამის“ ლოცვა დღეს ბათუმის მეჩეთებშიც შესრულდა. ლოცვის შემდეგ ქართველ მუსლიმებს რელიგიური დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. ყურბან ბაირამს იგივე „მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს“ ისლამურ სამყაროში ყოველწლიურად აღნიშნავენ. იგი რამადანის თვის დამთავრებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება. დღესასწაული დაკავშირებულია ბიბლიურ თქმულებასთან-აბრაამისთვის წმინდა ცხოველის შეწირვასთან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები