მოიალაღეებთან შეხვედრები გრძელდება – ხულოს მერი სამთო იალაღებზე იმყოფებოდა

მოიალაღეებთან შეხვედრები გრძელდება – ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად სამთო იალაღებზე იმყოფებოდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ბაკოს, ხიხაძირისა და ყინჩაურის მთის მოიალაღეები მოინახულეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ მთავარ პრობლემად ელექტროგადამცემი ქსელის მოსწესრიგება და იალაღებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მოითხოვა.

ხულოს მერმა ადგილობრივებს პრობლემების უმოკლეს დროში გადაჭრას დაჰპირდა. ვახტანგ ბერიძის გადაწყვეტილებით, მერიის შესაბამის სამსახურს უკვე მიეცა დავალება ბაკოს მთის შიდაელექტრო გადამცემი 2,5 კმ. ქსელის რეაბილიტაციისათვის შესაბამისი სამუშაოების დაწყებაზე.

ვახტანგ ბერიძის გადაწყვეტილებით, მსგავსი ტიპის აუდიენცია მოიალაღეებთან ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა მთაში გაგრძელდება

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები