აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი ფაქტი დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც ვირუსი გეგმურად შემოწმებისას დაუდასტურდა.

ინფიცირებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.  კლინიკაში ამ დროისთვის, 9 ინფიცირებული მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები