ჩაქვის გვირაბთან ავტომობილი დაიწვა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ, ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტს ყველა სახის სამედიცინო დახმარება უტარდება.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები