შუახევის მერი სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა:
საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხი და საცალფეხო ბილიკი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფს;
ფერადი ფილებით, გარე განათებებით, სკამებითა და ლითონის მოაჯირით მოეწყობა დასასვენებელი პარკი. განთავსდება ნაგვის ურნები. დაგეგმილია ფანჩატურის მშენებლობა.

როგორც აღნიშნულ ქუჩაზე, ასევე მუნიციპალიტეტის დაბაში განხორციელდება ქუჩებისა და შენობების დამისამართება. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები