შუახევის მერმა სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შუახევის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ, მოადგილე – რუსუდან შავაძესთან ერთად, სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაც მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას ეხება. ასევე, ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე, და ამ მიმართულებით სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის ექიმები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ემსახურებიან, სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივებს საზაფხულო იალაღებზეც გაუწევენ.

,,სოფლის ექიმებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე. გამოიკვეთა, რიგი საჭიროებები, რომლის მოგვარებაში დახმარებას დავპირდი. თითოეულ ექიმს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა, გადავუხადო ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, ასევე კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებებისთვის და ვუსურვო მომავალი წარმატებები თავიანთ საქმიანობაში“,- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

დღეის მდგომარეობით, შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 12 ამბულატორია და 12 ექიმი ემსახურება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები