მარნეულში მუშა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან შუახნის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ამბობენ, მამაკაცი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე იყო დასაქმებული, რა დროსაც გადმოვარდა.

მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ- ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები