კატეგორია

შემთხვევა

ძამას ხეობაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სასულიერო პირი ემსხვერპლა

ძამას ხეობაში, სოფელ ორთუბანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მომხდარს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი მორჩილი ნიკოლოზ ავალიანი ემსხვერპლა. სასულიერო…

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა…

სროლა ბათუმში – შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, პირმა გორგილაძის 111-ში მდებარე სამორინეს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. "კვირას" შს სამინისტროში…

ლამისყანაში ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს – “გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ…

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი თანასოფლელი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა. "გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან…

ცხინვალში ქალი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა

ცხინვალში, "შანჰაის" რაიონში 84 წლის ქალი გაზის გაჟონვას ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქალი სახლიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თუ რა გახდა ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზი გამოძიება…

ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა შუახნის კაცი

აგარასთან, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოყინულ გზაზე მანქანა მოსრიალდა და არხში გადავარდა. დაიღუპა მძღოლი, შუა ხნის მამაკაცი. შემთხვევა გუშინ, გვიან…

თელავში ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მომხდარს სახლის მეპატრონე, 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რა დროსაც სახლში 3 ადამიანი…

ბათუმში მინების წმენდისას მე-14 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

ბათუმში, 35 წლამდე ქალი მე-14 სართულიდან გადმოვარდა. უბედური შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აივანზე ფანჯრებს წმენდდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული არიან…

გორის გვირაბთან, ავტობანზე, მანქანა დაიწვა

გორის გვირაბთან, ავტობანზე, მანქანა დაიწვა. როგორც "კვირას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილში მყოფებმა გადმოსვლა მოასწრეს. ცეცხლი უკვე ჩამქრალია, თუმცა გარკვეული…

ბათუმში “ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში “ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში ხანძარი იყო. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.