პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნა,”- ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალექსანდრე ზაგაშვილს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა შპს „ბორჯომჰესის“ პროექტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე, 2017-2021 წლებში ეკავა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა „არქმასტერის“ ტექნიკურ დირექტორად, ასევე „იორკ თაუერსის“ მთავარ არქიტექტორად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები