ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო
„ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი 408 მეტრზე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები.
პროექტის ღირებულება 229 995 ლარია. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.