ოზურგეთის მერიაში, მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა
„ოზურგეთის მერიაში, მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებთან შეხვედრა გამართა.
მერის მოადგილემ, მოქალაქეებს შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა და დახმარება გაუწია.