ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი, ომში დაღუპული გმირის ოჯახს ესტუმრა
„დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ჯამბულატ მელაძე ომში დაღუპული გმირის ოჯახს ესტუმრა,”- ინფორმაციას ამის შესახებ ხულოს მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ჯამბულატ მელაძემ ჰელმანდის პროვინციაში დაღუპულ რუსლან მელაძის დედას – ეთერ მეხეშიძეს დედისა და ქალთა დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.
„მინდა მივულოცო ყველა დედას და ქალბატონს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე. ვუსურვებ ყველა მათგანს ჯანმრთელობას, სიკეთეს და წარმატებებს. დღეს ჩვენ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცეთ ქალბატონს, რომელმაც გაზარდა ნამდვილი გმირი, შვილი,”- აცხადებს ჯამბულატ მელაძე.
აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, მარტის კვირეულის ფარგლები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 120 ქალბატონს გადასცა საჩუქრები