გიორგი მაჭავარიანმა გურჯაანში ახლადმოწყობილი საბავშვო სკვერები ადგილზე მოინახულა
“გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა ქალაქ გურჯაანში ახლადმოწყობილი საბავშვო სკვერები ადგილზე მოინახულა”,- ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბავშვო სკვერები ჭავჭავაძისა და ფალიაშვილის ქუჩებზე მოეწყო, ხოლო გურამიშვილის ქუჩაზე მინი მოედანი და გარე სავარჯიშო სივრცე განთავსდა. სამუშაოები 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.